-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპეს საფრანგეთის ნაკრების ნაცვლად რეალზე სურს კონცენტრირება.
L'Equipe-ს ინფორმაციით, სექტემბრის სანაკრებო შეკრების დროს, რომელზეც მას თავიდანვე არ სურდა ჩასვლა, მან თანაგუნდელებს ღიად უთხრა, რომ მისთვის მომდევნო თვეებში პრიორიტეტი რეალი იქნება.
ხაზი ესმევა, რომ ეს გადაწყვეტილება მბაპემ იმის გამო მიიღო, რომ საუკეთესო ფიზიკური კონდიციები აღიდგინოს, რათა რეალში ადაპტაცია სწრაფად გაიაროს და კოლექტიური და ინდივიდუალური ტიტულები მოიგოს. მათ შორის, ოქროს ბურთიც.
ოქტომბრის სანაკრებო შეკრება მბაპემ დაზიანების გამო გამოტოვა, ნოემბერში კი დიდიე დეშამის გადაწყვეტილებით არ გამოიძახეს ნაკრებში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები