Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
დრის მერტენსს ჰკითხეს მოსწონს თუ არა მას კვარაცხელია.
"ვის არ მოსწონს? ხალხი სტადიონზე მისნაირი მოთამაშეების სანახავად დადის. ის სუნთქვის შემკვრელად თამაშობს და საოცარი ფეხბურთელია. 2023 წლის ჩემპიონობა მისი დიდი დამსახურება."
ბელგიელმა იტალიურ La Gazzeta dello Sport-თან სხვა საკითხებზეც ისაუბრა.
"როცა ბელგიაში ვბრუნდები ან სტამბოლში ვარ, ქუჩაში სიარულისას თავს ნეაპოლიტანელად ვთვლი. ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. ვცდილობ, ჩემი შვილი ჩიროც ნამდვილ ნეაპოლიტანელად გავზარდო. თანდათან ის ყველაფერს ისწავლის.
კონტესთან მასთან შესაძლო მუშაობაზე არ მილაპარაკია, მარამ მას ვესაუბრე და ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ის კარგი ადამიანი და დიდებული მწვრთნელია, მას აქვს ქარიზმა და სწორ დროს სწორი ადამიანია. ნაპოლის მოთამაშეებს ბევრი მუშაობა მოუწევთ, მაგრამ ეს კარგია, ევროტურნირების გარეშე ყოფნის სასარგებლოდ გამოყენება შეიძლება, თუ კვირის განმავლობაში საკმარისად იმუშავებ, კონტეს ხელში კი ეს ასე იქნება.
არ ვიცი, რა მოუვიდა ნაპოლის გასულ სეზონში, შეიძლება სკუდეტოს შემდეგ ზედმეტი ზეიმი გამოუვიდათ. ასეთ შემთხვევაში ეს გასაგებია. ასეთი რამ დიდ ემოციებს იწვევს, მაგრამ უნდა იცოდე, როგორ აკონტროლო ის. როცა მე გუნდი დავტოვე, ვგრძნობდი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდებოდა. იუვენტუსის დომინაციის წლების შემდეგ იტალიის ჩემპიონატში მკვლელი გუნდი აღარ არსებობდა, ნაპოლი კი ძლიერი იყო.
"ჩემი აზრით, მომავალ სეზონში ისევ ინტერი გაიმარჯვებს. მათ აქვთ რაღაც ისეთი, რაც სხვებს არ აქვთ." - განაცხადა ბელგიელმა ფეხბურთელმა.
დრის მერტენსი ნაპოლიში 2013-დან 2022 წლამდე ნაპოლის ღირსებას იცავდა და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიცაა. პარტენოპეის დატოვების შემდეგ ის გალათასარაიში თამაშობს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი