-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეო მესიმ პეპ გვარდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა.
„გვარდიოლას ეპოქამ ყველა ცოტათი დააბნია. ყველას უნდოდა, რომ მათი გუნდებიც ასე თამაშობდნენ. 6-7 წლის ბავშვებსაც კი დაუწყეს ახსნა, რომ 1-2 შეხებით და სწრაფად უნდა ითამაშონ.
მე მგონია, რომ ამ ასაკში ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც ჩემს დროს იყო. არ შეიძლება, ბავშვებს თავისუფლება წაართვა.
ადრე ტაქტიკას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი, მაგრამ გვარდიოლასთან ერთად ის კარგად შევისწავლე. თამაშის უკეთ გაგება დავიწყე, სივრცის ათვისება, ბურთის ფლობა და მისი დახმარებით თამაშის მართვა.
ფეხბურთმა ევვოლუცია განიცადა და დღეს ძალიან არის ორიენტირებული ტაქტიკაზე. დღეს ნებისმიერმა გუნდმა, რომელიც ორი ოთხკაციანი ხაზით ან ხუთი მცველით თამაშობს, შეიძლება ამოცანა გაგირთულოს.
ადრე ფეხბურთში უფრო მეტი თავისუფალი სივრცე იყო. დღეს ფეხბურთი უფრო ტაქტიკაზე და ფიზიკაზე ორიენტირებული გახდა." - აღნიშნა ინტერ მაიამის ფორვარდმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები