სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ნაკრების ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის პირველი ინტერვიუ ლიონის ფეხბურთელის რანგში.
„მე აქ ყველაფრის დასანგრევად მოვედი! ოცნებად მქონდა ლიონში თამაში და ეს ოცნება ამისრულდა. ახლა მუშაობის დროა.
აკადემიიდან წასვლა 15 წლის ასაკში? ცხადია, ლიონში დარჩენა მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა - ჩვენი გზები გაიყო და ალბათ, ჩემთვის უკეთესიც ასე იყო. ცხადია, ამან ფსიქოლოგიური ზიანი მომაყენა, მაგრამ ალბათ ასევე მენტალობის ჩამოყალიბებაშიც დამეხმარა, თან საკმაოდ პატარაც ვიყავი. მშობლები ძალიან დამეხმარნენ, რამეთუ საყვარელი კლუბის დატოვება ძალიან რთული იყო. დაბრუნების სურვილი სულ მქონდა. მთავარი ის არის, რომ აქაურობაზე მხოლოდ კარგი მომენტები დავიმახსოვრე და წინსვლას ვაგრძელებდი.
ლაკაზეტთან წყვილში თამაში კარგი იქნება, ამას მოუთმენლად ველოდები. მას ცოტათი მაშინ გავესაუბრე, როცა ერთმანეთის წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. ის ძალიან გამოცდილი და საუცხოო ფორვარდია, რომელიც ლიონიდან არსენალში წავიდა და მერე უკან მობრუნდა. შევეცდები, მისგან ბევრი რამ ვისწავლო და მაგალითად გამოვიყენო, რადგან ალექსანდრს უმაღლესი დონის კარიერა გამოუვიდა. იმედია, ერთად კარგ დუეტს შევქმნით.
„მე, ლაკაზეტი, ბენზემა - ჩვენ ის გვაერთიანებს, რომ თავდამსხმელები ვართ, მაგრამ მხოლოდ გოლზე არ ვფიქრობთ და სხვა საქმესაც ვაკეთებთ, ვიგებთ, საგოლე პასებს ვაკეთებთ და გუნდის დახმარებას ყველანაირად ვცდილობთ. სწორედ ეს არის, რითაც სხვა ფორვარდებისგან განვსხვავდებით.
ლიონში დაბრუნების დიდი სურვილის მიუხედავად, მწვრთნელთან გასაუბრების გარეშე, ამ გადაწყვეტილებას ალბათ არ მივიღებდი. მან მითხრა, რომ სურს, ლაკაზეტი - მიქაუტაძის დუეტით ითამაშოს. ამიტომაც უნდოდა ჩემი ტრანსფერი და მეც ბედნიერი ვარ.
როდის დავიწყებ ვარჯიშს? ჯერ ზუსტად არ ვიცი. ნელ-ნელა დავიწყებ ვარჯიშს და ვნახოთ, ოფიციალური დებიუტი როდის მექნება." - აღნიშნა მიქაუტაძემ კლუბის ოფიციალურ არხთან საუბარში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები