მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ექსკლუზიური ინფორმაციით, მონაკო და შტურმი მიკა ბირეტის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.
მონაკოს სპორტულმა დირექტორმა, ტიაგო სკურომ გარიგება დახურა, შტურმი 13 მილიონ ევროს (+2 მილიონი ბონუსები) მიიღებს.
ბირეტმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და მონაკოსთან კონტრაქტს ოფიციალურად დღეს გააფორმებს.
ტრანსფერიდან გარკვეულ პროცენტს არსენალიც მიიღებს, რადგან მოთამაშე შტურმში სწორედ ლონდონური კლუბიდან გადავიდა და კონტრაქტის მიხედვით ტრანსფერიდან პროცენტი არსენალსაც ეკუთვნის.
21 წლის ბირეტმა ავსტრიის ჩემპიონატში ჩატარებულ 16 მატჩში 11 გოლის გატანა შეძლო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები