1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-10 ტურში ბარსელონამ საკუთარ მოედანზე სევილია გაანადგურა.
შეხვედრა სტადიონ მონტჟუიკზე გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.
პირველი ტაიმი ბარსამ უშანსოდ, 3:0 მოიგო - ლევანდოვსკიმ პენალტს თამაშიდან გოლი დაუმატა და დუბლი შეასრულა, კიდევ ერთი გოლი კი პედრიმ ულამაზესი კომბინაციისა და შორეული დარტყმის შემდეგ შეაგდო.
შესვენების შემდეგ ფლიკმა მალევე გადაწყვიტა ლიდერების დასვენება და მოედნიდან 66-ე წუთზე რაფინია და ლევანდოვსკი გაიყვანა, 76-ზე კი, ლამინ იამალი.
სწორედ იამალის ნაცვლად შემოსულმა პაბლო ტორემ შეძლო და მიღებულ დაახლოებით 20 წუთში დუბლი შეასრულა - ანგარიში ჯერ 4:0 გახადა, შემდეგ კი, იდუმბოს პრესტიჟის გოლის შემდეგ, საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 5:1.
ბარსელონამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და უმნიშვნელოვანეს კვირას ამაღლებული განწყობით ხვდება - ფლიკის გუნდი 23 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ბაიერნს მიიღებს, 26-ში კი სანტიაგო ბერნაბეუზე რეალს დაუპირისპირდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები