სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალს ცენტრალური მცველის პოზიციაზე პრობლემები დაემატა.
MArca-ს ინფორმაციით, ტრავმის გამო გუნდს პრესეზონის ტურზე აშშ-ში ხესუს ვალიეხო ვერ წაყვა.
შესაბამისად, ამჟამად რეალს შემადგენლობაში ორი ცენტრალური მცველი ჰყავს - ანტონიო რუდიგერი და ედერ მილიტაო, თუმცა ისინი მილანთან პირველ ამხანაგურ მატჩს გამოტოვებენ, რადგან გუნდს სანაკრებო ტურნირების გამო მოგვიანებით შეუერთდებიან.
ამის გამო, რეალს აშშ-ს ტურნეში 16 წლის ხოან მარტინესის წაყვანა მოუწია, რომელიც სეზონისთვის კასტილიასთან ერთად უნდა მომზადებულიყო.
ხესუს ვალიეხომ გასული სეზონი იჯარით გრანადაში გაატარა, თუმცა მოედანზე თითქმის არ გასულა და რეალს დაუბრუნდა, რომელთანაც კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები