სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლისა და ჩელსის წარმომადგენლები ლონდონში შეხვდებიან და რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის დახურვას შეეცდებიან იქამდე, სანამ ვიქტორ ოსიმენის თაობაზე გამოსავალს მოძებნიან.
ბელგიელი თავდამსხმელზე ოფიციალური შეთავაზება იტალიელებმა ორშაბათს გააგზავნეს, რაზეც თანხმობა ჯერ არ არის, მაგრამ პირობები განხილულია. ნაპოლი სსურს, რომ გარიგება მალე შედგეს.
რომელუ ლუკაკუს პირადი დეტალები ნაპოლისთან უკვე შეთანხმებული აქვს, დარჩენილია კლუბების საბოლოო დასტური და ბელგიელი პარტენოპეისთვის შეუტევს.
ნაპოლიმ უკვე ოფიციალურად დაიმატა დავიდ ნერესი ბენფიკადან.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები