Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, თვის ბოლოს კასტელ დი სანგროში (ნაპოლის შეკრების ადგილი) კლუბის წარმომადგენლები ხვიჩა კვარაცხელიას გარემოცვას - მამას, ბადრი კვარაცხელიასა და აგენტ მამუკა ჯუღელს შეხვდებიან და კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ისაუბრებენ.
Il Matino კი იუწყება, რომ ნაპოლი კვარაცხელიასგან და მისი გარემოცვისგან საბოლოო პასუხს ითხოვს. ან გაახანგრძლივოს კონტრაქტი და მისი ხელფასი 3.5 მილიონი ევრო იქნება, ან ის ძველი ხელშეკრულებით გააგრძელებს თამაშს. ნაპოლი ამ საქმიდან სხვა გამოსავალს ვერ ხედავს.
ქართველი ფეხბურთელის შეძენით პსჟ ინტერესდებოდა და მზად იყო მის სანაცვლოდ დიდი თანხაც გადაეხადა, თუმცა ნაპოლი ხვიჩას გაყიდვას არც კი განიხილავს. ანტონიო კონტე თავის გეგმებს კვარაცხელიაზე აწყობს და მისი გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად განიხილავს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ნაპოლისთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი