Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომლის საშუალებითაც ხვიჩა კვარაცხელიასა და მის მეუღლე ნიცა თავაძეს პირველი შვილის დაბადება მიულოცა.
"ვულოცავთ დედა ნიცასა და მამა ხვიჩას მთელი კლუბის სახელით პატარა დამიანეს დაბადებას." - წერია ნაპოლის პოსტში რომელიც X-ზე არის გამოქვეყნებული.
ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის გაეთავისუფლა და თბილისში გამოფრინდა, რათა მისი მეუღლის მშობიარობას დასწრებოდა.
ქართველი ფეხბურთელი იტალიაში მალე დაბრუნდება და სერია ა-ს მეორე ტურის მატჩისთვის მოემზადება, რომელსაც ნაპოლი ბოლონიას წინააღმდეგ გამართავს.
ხვიჩასა და ნიცას ვულოცავთ პირველი შვილის შეძენას!
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები