სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
4 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნეიმარის აგენტმა, პინი ზაჰავიმ, ფეხბურთელის საუდის არაბეთიდან წასვლის ინფორმაციას მცდარი უწოდა.
იწერებოდა, რომ ნეიმარი მშობლიურ სანტოსში დაბრუნებასთან არის ახლოს, არაბულ ალ ჰილალთან კი კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს.
„ნეიმარის ალ ჰილალიდან წასვლაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს,მას კიდევ ექვსთვიანი კონტრაქტი აკავშირებს და ის ბედნიერია.
ნეის მამა და მე ვართ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ნეიმარის მომავალზე საუბარი შეგვიძლია. წარმოდგენა არ მაქვს, ბოლოდროინდელი სიახლეები საიდან მოდის." - აღნიშნა აგენტმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები