სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარაბაო თასის 1/8 ფინალში ნიუკასლმა ჩელსი დაამარცხა.
მატჩი სენტ ჯეიმს პარკზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ენცო მარესკამ მოედანზე სათასო შემადგენლობა გამოიყვანა, რომელსაც უფრო ხშირად ევროპა ლიგაზე იყენებს ხოლმე. გუნდის ლიდერებმა - კოულ პალმერმა, ნიკოლას ჯექსონმა და რობერტ სანჩესმა დასვენების საშუალება მიიღეს, მოედანზე კი კრისტოფერ ნკუნკუ, ჟოაო ფელიქსი და სხვები ვიხილეთ.
ამან ჩელსის ვერ უშველა - გუნდმა პირველ ტაიმში ორი სწრაფი გოლი გაუშვა (23' ისაკი, 26' დისასის ავტოგოლი) და ანგარიშის გათანაბრება ვეღარ მოახერხა.
ამრიგად, ნიუკასლმა რამდენიმე დღის წინ, სტემფორდ ბრიჯზე პრემიერ ლიგის მატჩში მარცხის (1:2) გამო ჩელსიზე შური იძია და ტურნირიდან გამოაგდო, თავად კი 1/4 ფინალისკენ გაეშურა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები