-
Aa
+
ფონტის ზომა
BBC Sport-ის ინფორმაციით, ტრავმირებული მარტინ ოდეგორის დაბრუნება გადაიდო.
ნორვეგიელ ნახევარმცველს რეაბილიტაციის დროს დაზიანება გაუმიზეზდა და არსენალს დროულად ვეღარ დაუბრუნდება. წყაროს ცნობით, ოდეგორის სავარაუდო დაბრუნების თარიღი დეკემბრამდე გადაიდო.
არსენალის ერთ-ერთმა ლიდერმა ტრავმა სექტემბრის სანაკრებო შესვენების დროს მიიღო.
შეგახსენებთ, რომ დაზიანება საბერძნეთთან მატჩის დროს ბუკაიო საკამაც მიიღო, მისი ტრავმის სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია.
არსენალი პრემიერ ლიგაში ჩატარებული 7 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ ლივერპულს 1 ქულით ჩამორჩება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები