მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ალ ჰილალის ოფიციალური გვერდის განცხადებით, კლუბი და ნეიმარი კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.
32 წლის ბრაზილიელი სამშობლოში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სანტოსის ახალი მოთამაშე გახდება. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა.
ნეიმარი ალ ჰილალს 2023 წლის ზაფხულში პსჟ-დან 90 მილიონ ევროდ შეუერთდა და არაბულ კლუბში მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა.
ნეიმარი კარიერას სწორედ სანტოსში იწყებდა, მან 2009-დან 2013 წლამდე ბრაზილიის ჩემპიონატში ჩატარებულ 177 მატჩში 107 გოლი გაიტანა, გუნდთან ერთად კი ბრაზილიის თასი, პაულისტა (3-ჯერ) და კოპა ლიბერტადორესი მოიგო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები