Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
4 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯაბა კანკავამ დაადასტურა, რომ ვილი სანიოლის ევრო 2024-ს განაცხადში მოხვედრის მიუხედავად, ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს.
"საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.
სანიოლმა საქართველოს ნაკრების განაცხადი დაასახელა
თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.
ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.
გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება." - წერს ნაკრების ექს-კაპიტანი სოციალურ ქსელში.
კანკავას ამ გადაწყვეტილების გამო, ვილი სანიოლს ნაკრებში სავარაუდოდ სხვა ფეხბურთელის გამოძახება მოუწევს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი