Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ტომას მიულერმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს.
"ყოველთვის ძალიან ვამაყობდი, რომ ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობდი. ჩვენ ერთად ვიზეიმეთ და ცრემლიც ერთად გავიზიარეთ.
როცა 14 წლის წინ მქონდა პრივილეგია ჩემი პირველი სანაკრებო მატჩი ჩამეტარებინა, ამ ყველაფერზე ვერც კი ვიოცნებებდი. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარსა და ჩემს თანაგუნდელებს წლების განმავლობაში ჩემი მხარდაჭერისთვის." - განაცხადა 34 წლის ფეხბურთელმა.
მიულერის დებიუტი გერმანიის ნაკრებში 2010 წელს შედგა, მას შემდეგ კი მან 131 მატჩი ჩაატარა, 45 გოლი გაიტანა და 41 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის 2014 წელს ბუნდესნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
მიულერს მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სანაკრებო და მთლიანად პროფესიონალურ ფეხბურთს გერმანული ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა ტონი კროოსი დაემშვიდობა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ფეხბურთი