Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნაპოლის დანიელი შემტევი იასპერ ლინდსტრომი კარიერას ინგლისურ ევერტონში გააგრძელებს.
ფეხბურთელი მერსისაიდულ კლუბს ერთწლიანი იჯარით შეუერთდება, რაშიც ნაპოლი 2.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ევერტონს სეზონის ბოლოს მისი 22.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვაც შეეძლება და ასეთი შემთხვევისთვის, ლინდსტრომს ინგლისურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს.
ნაპოლიმ ლინდსტრომი გასულ წელს აინტრახტიდან 30 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა ფეხბურთელმა 29 მატჩში ვერც გოლით და ვერც საგოლე გადაცემით თავი ვერ გამოიჩინა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები