სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ის ფინალში ესპანეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ გარეტ საუთგეიტმა გადაწყვეტილება მიიღო და ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.
საუთგეიტი სამ ლომს 8 წლის განმავლობაში წვრთნიდა და ნაკრებს 102 მატჩში გაუძღვა.
"როგორც ამაყი ინგლისელისთვის ჩემი ცხოვრების პატივი იყო, რომ ინგლისისთვის მეთამაშა და შემდეგ გამეწვრთნა. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა და ამან ყველაფერი მომცა.
მაგრამ ცვლილებისა და ახალი თავის დროა. კვირას ბერლინში ესპანეთთან ჩატარებული ფინალი ჩემი ბოლო მატჩი იყო ინგლისის ნაკრებში.
საფეხბურთო ასოციაციას 2011 წელს შევუერთდი იმ სურვილით რომ ინგლისური ფეხბურთი განმევითარებინა. ამ დროში, მათ შორის 8 წელი ინგლისის მწვრთნელად, ბევრმა ბრწყინვალე ადამიანმა დამიჭირა მხარი, რომელთაც გულწრფელ მადლობას ვუხდი.
პრივილეგია მქონდა 102 მატჩის განმავლობაში მოთამაშეთა დიდი ჯგუფის ლიდერი ვყოფილიყავი. ყველა მათგანი ამაყობდა სამი ლომის მაისურის ტარებით და მათ თავისი ქვეყნისთვის ბევრი გააკეთეს.
შემადგენლობა, რომელიც გერმანიაში გვყავდა სავსე იყო ახალგაზრდა ტალანტებით, რომელთაც საოცნებო ტიტულის მოგება შეეძლოთ. მე მათით ვამაყობ.
ჩემი განსაკუთრებული მადლობა სტაფის იმ წევრებს, ვინც მე და მოთამაშეებს 8 წლის განმავლობაში მხარდაჭერას გვიცხადებდა. მათი შრომა და თავდადება ჩემთვის ყოველდღიური ინსპირაცია იყო და ამისთვის მათი მადლიერი ვარ - ეს იყო ბრწყინვალე გუნდი გუნდის უკან.
ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს, მათი მხარდაჭერა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. მე ინგლისის გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის ვიქნები.
მადლობა, ინგლისო, ყველაფრისთვის." - წერს გამოსამშვიდობებელ წერილში საუთგეიტი.
გარეტის მწვრთნელობისას ინგლისის ეროვნულმა გუნდმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალში გასვლა შეძლო, 2021 და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატებზე კი ფინალურ მატჩებში დამარცხდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები