6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარაგვაისთან მატჩისთვის ლეო მესიმ თავის ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.
მუნდიალის შესარჩევის მატჩში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 1:2 დამარცხდა.
Goal.com-მა არგენტინელის თამაში ასე დაახასიათა: "არც ისე კარგი თამაში მისი სტანდარტებით, ის თითქმის შეუმჩნეველი იყო."
საუკეთესოებად არგენტინის რიგებში ლაუტარო მარტინესი (ერთადერთი გოლის ავტორი) და ენცო ფერნანდესი დასახელდნენ, რომლებსაც 8 ქულა დაუწერეს. ფორვარდ ხულიან ალვარესს 7 ქულა ერგო.
6 ქულა დაუწერეს ემილიანო მარტინესს, ნაუელ მოლინას, კრისტიან რომეროს, ნიკოლას ოტამენდის, ნიკოლას ტალიაფიკოს და როდრიგო დე პაულს.
ყველაზე დაბალი 5 ქულა კი მესის გარდა ალექსის მაკ ალისტერმა და შეცვლაზე შემოსულმა ორმა ფეხბურთელმა - ლეონარდო ბალერდიმ და ალეხანდრო გარნაჩომ მიიღეს.
მთავარ მწვრთნელს ლიონელ სკალონის 6 ქულა ერგო.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები