სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
მიუნხენის ბაიერნმა ახალი მთავარი მწვრთნელის ვინსენ კომპანის ხელმძღვანელობით ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.
კლუბის მიერ გავრცელებულ ვარჯიშის ფოტოებში ჩანს, რომ პირველ გუნდთან ერთად ემზადება ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძეც, რომელიც ბაიერნმა გასული წლის ზაფხულში გაიფორმა და შემდეგ ავსტრიულ ადმირაში გაანათხოვრა.
ქართველ შემტევს წინა სეზონი ტრავმების გამო გაუცდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს და როგორც ჩანს, მას შანსს კომპანიც აძლევს.
ლუკას ბაიერნთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გაატარებს მომავალ სეზონს 19 წლის ნახევარმცველი.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი