მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალში საპრეზიდენტო არჩევნები ვერ ჩატარდება.
2025-ში ფლორენტინო პერესს ვადა ეწურება, თუმცა კონკურენტის არყოლის გამო, 77 წლის ფუნქციონერი სამეფო კლუბის სათავეში ყოფნას ავტომატურად გააგრძელებს.
Marca-ს ინფორმაციით, პერესი რეალის პრეზიდენტი კიდევ მომავალი 4 წელი, ანუ 2029 წლამდე იქნება.
ფლორენტინო პერესი რეალის პრეზიდენტად პირველად 2000 წელს აირჩიეს, 2006-ში ის გადადგა, თუმცა 2009-ში დაბრუნდა და მას შემდეგ ამ თანამდებობას უცვლელად იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები