სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა პედი პიმბლეტმა UFC 308-ზე ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ მას ქართველი ჩემპიონის დამარცხება შეუძლია.
"ველოდები, როდის დაბრუნდება ის მსუბუქ წონაში. კვლავ ვფიქრობ, რომ მას დავამარცხებ.
არ აქვს მნიშვნელობა, მან მაქს ჰოლოუეი დაამარცხა თუ არა, მისი დამარცხება შემიძლია. ფეხზე დგომით თუ პარტერში, ვფიქრობ, მას დავამარცხებ, თუმცა ვულოცავ მას. გილოცავ, ილია, ყოჩაღ." - განაცხადა ბრიტანელმა მებრძოლმა.
პედი პიმბლეტი UFC-ის მსუბუქი წონის რეიტინგში მე-14 პოზიციაზეა, ილია თოფურიამ კი UFC 308-ზე ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა და მაქს ჰოლოუეი კარიერაში პირველად დაანოკაუტა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები