სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
დიდი ალბათობით, 2025 წლიდან ორის ნაცვლად, ფეხბურთში სამი სატრანსფერო ფანჯარა დაინერგება.
როგორც იცით, ამჟამად ტრანსფერების განხორციელება მთელი იანვრის და ასევე, ივლისიდან - აგვისტოს ბოლომდეა შესაძლებელი.
თუმცა, როგორც Marca იტყობინება, შესაძლოა მომავალი ზაფხულიდან ფეხბურთში მესამე სატრანსფერო ფანჯარაც დაემატოს - 1-დან 10 ივნისამდე.
როგორც ცნობილია, 2025 წლის ივნისში განახლებული მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩაეშვება, რომელში მონაწილეობასაც 32 გუნდი მიიღებს, აქედან 12 - ევროპული.
ეს ტურნირი ფიფას დაორგანიზებული იქნება და ორგანიზაციას სურს, რომ მის დაწყებამდე კლუბებს ტრანსფერების განხორციელების უფლება მისცეს. სწორედ ამიტომ, ფიფა აქტიურად განიხილავს, რომ მესამე, 10-დღიანი სატრანსფერო ფანჯარა დაამატოს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები