-
Aa
+
ფონტის ზომა
პარი სენ-ჟერმენმა ლაიფციგთან ნიდერლანდელი ნახევარმცველის, ჩავი სიმონსის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია.
როგორც იცით, სიმონსმა გერმანულ კლუბში ბოლო ორი წელი იჯარით გაატარა, ახლა კი რედ ბული მას 55 მილიონად სრულფასოვნად გამოისყიდის, თუმცა თანხა სხვადასხვა ბონუსებით შესაძლოა 80 მილიონამდე გაიზარდოს.
თავდაპირველად პსჟ სიმონსის გაყიდვას არ განიხილავდა, თუმცა ამის გაკეთება ფიფას წესებით მოუწია.
2024 წლიდან, ფიფას ახალი რეგულაციების თანახმად, კლუბს შეუძლია მხოლოდ 6 ფეხბურთელი ჰყავდეს იჯარით გაშვებული.
სიმონსის იჯარით გაშვების გამო, პარიზელები ვერ ახერხებდნენ მილან შკრინიარის ფენერბაჰჩეში იჯარით გაშვებას, რის გამოც ნიდერლანდელის გაყიდვა გახდა საჭირო.
ლაიფციგთან სიმონსი კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები