5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის მე-14 ტურში ბარსელონამ ამ სეზონში პირველი ფრე ითამაშა.
ბალაიდოსზე გამართულ მატჩში სელტა მარცხს 0:2-დან გადაურჩა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.
რაფინიას (15') და ლევანდოვსკის (61') გოლებით ბარსა 2:0-ს იგებდა და მიუხედავად იმისა, რომ სელტას არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, თითქოს ყველაფერი კატალონიელთა ლოგიკური გამარჯვებისკენ მიდიოდა.
ყველაფერი კი კასადომ გააფუჭა, რომელმაც 7 წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, კაცნაკლულმა ბარსელონამ კი ორბურთიანი უპირატესობა ვერ გამოიყენა და 84-ზე და 86-ზე ორი გოლი გაუშვა.
დარჩენილ დროში სელტას მოგებაც შეეძლო, ბოლო მომენტში მომენტი რაფინიასაც შეექმნა, თუმცა საბოლოოდ მეტი გოლი აღარ გასულა და ბარსამ ლა ლიგაში სოსიედადთან (0:1) მარცხის შემდეგ, ქულები ზედიზედ მეორედ დაკარგა.
34 ქულით ფლიკის გუნდი ცხრილს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორეზე ატლეტიკოა (29 ქულით), მესამეზე კი რეალი, რომელსაც ორი მატჩით ნაკლებში 27 ქულა აქვს მოგრებული. თავისი ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, რეალი ბარსასთან სხვაობას 1 ქულამდე შეამცირებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები