7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონასთან მატჩში, პირველი ტაიმის მიწურულს მომხდარმა ინციდენტმა ვიგოელების ლეგენდა, იაგო ასპასი განრისხებაში მოიყვანა.
კატალონიელთა მცველმა, ხერარდ მარტინმა, რომელსაც იმ მომენტისთვის გაფრთხილება უკვე ჰქონდა, ასპასის წინააღმდეგ უხეში ვარდნა განახორციელა, თუმცა მსაჯმა ეპიზოდი გაატარა და ახალგაზრდა ფეხბურთელი მეორე ყვითლითა და გაძევებით არ დასაჯა.
ამან ასპასი განარისხა, ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა, განრისხებულმა მოედნის ფარგლები დატოვა და მსაჯთან კამათობდა, რის გამოც თავად დაისაჯა ყვითელი ბარათით.
შესვენებაზე გუნდები ბარსელონას მინიმალური უპირატესობით (1:0) გავიდნენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები