19 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მან სიტის გულშემატკივრებმა ვინისიუს ჯუნიორს და მადრიდის რეალს საინტერესო ბანერი მოუმზადეს.
შეხვედრის დაწყების წინ, ეტიჰადზე შეკრებილმა პუბლიკამ როდრის ოქროს ბურთის ფოტო გამოფინა წარწერით: "გეყოფა მთელი გულით ტირილი".
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის გამოკითხვაში როდრიმ სწორედ ვინისიუსს აჯობა, რომელიც მე-2 ადგილზე გავიდა.
აღნიშნული შეხვედრა ესპანელმა ტრავმის გამო გამოტოვა, ვინიმ კი რეალის გამარჯვების გოლზე საგოლე პასი მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები