მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ვახტანგ სალია ნიუკასლის სავარჯიშო ბაზას და სენტ ჯეიმს პარკს ეწვია. ახალგაზრდა ქართველი გუნდის მთავარ მწვრთნელ ედი ჰაუსა და პირველი გუნდის ფეხბურთელებს, მათ შორის ფაბიან შერს შეხვდა.
17 წლის მოთამაშე ინგლისს ნიუკასლის ინიციატივით თავის აგენტ ლევან სეთურიძესთან და მამასთან ერთად ესტუმრა.
სალია FA თასზე ნიუკასლისა და ბრომლის თამაშსაც დაესწრო, დღეს კი ქართველის ფოტოები გავრცელდა ედი ჰაუსთან და ფაბიან შერთან ერთად.
შეგანხსენებთ, რომ ნიუკასლმა ვახტანგ სალია დინამო თბილისიდან შეიძინა. ქართველი კაჭკაჭებს აგვისტოში შეუერთდება, როცა 18 წლის გახდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები