Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
3 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგულმა პრესამ კილიან მბაპეს ევრო 2024-ზე უსახური თამაშის მიზეზები იპოვა.
რეალის ახალწვეულმა ტურნირის პირველ მატჩში ავსტრიასთან ცხვირი გაიტეხა, მეორე ტურის მატჩი გამოტოვა, პოლონეთთან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კი ამ დრომდე თავისი ერთადერთი გოლი გაიტანა და ისიც - პენალტით.
Le Parisien-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ნაკრების კაპიტნის ცუდ ფორმას რამდენიმე მიზეზი აქვს.
პირველ რიგში, მბაპე ევროზე არ იმყოფება საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში. ცხვირის გატეხვის გარდა, რომლის გამოც მას ნიღბით უწევს თამაში, კილიანს აწუხებს დისკომფორტი წელის არეში და ასევე მუხლი, რომელიც მან ლუქსემბურგთან ივნისის ამხანაგურში დაიზიანა.
მეორე მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანი - მასზე ცუდად აისახა კონფლიქტი, რომელიც პსჟ-დან წამოსვლას ახლდა. კერძოდ, კლუბს აპრილიდან ივნისის ჩათვლით მისთვის ხელფასი არ გადაუხდია და საქმე შესაძლოა სასამართლომდეც მივიდეს.
მესამე მიზეზად კი საფრანგეთის პოლიტიკური სიტუაცია სახელდება, სადაც საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის პარტია "ეროვნული გაერთიანებამ" გაიმარჯვა, რასაც თავად ფეხბურთელმა კატასტროფა უწოდა და ყველა ინტერვიუში საფრანგეთის მოქალაქეებს არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდებს, რათა გადატრიალების მსურველებმა ქვეყანა ხელში არ ჩაიგდონ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
D
Dachi kirkitadze
მბაპეს რატო ეწვის კამერუნული ტრაკი? რადგან მამამისი ჩამოვიდა 30 წელია იი ფრანგია უკვე? ყელში ამოუვიდაგ იმდენი ენიგრანტი იქ იასნად და რადგან ფრანგების დატოვება უნდა ქვეყანაში და ელემენტარული იდენტობის დაცვა ვითაც ყლე აფრიკელმა უნდა უძახოს გამიფხიზლდიო? ერთადერთი რაც ახლა უნდა ქნას და სწორიც იქნება უნდა გაჩუმდეს და შეირგოს რაც აქვს