-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის კლუბებმა მიუნხენის ბაიერნის შემტევის მატის ტელისთვის ბრძოლა გააჩაღეს.
ტოტენჰემი მზად არის სრულფასოვანი ტრანსფერი განახორციელოს. ლონდონელების დირექტორი მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის მატჩსაც დაესწრო სლოვანის წინააღმდეგ.
კიდევ ერთი ლონდონური კლუბი, ჩელსი მზადაა შეიძინოს ტელი, მანჩესტერ იუნაიტედს კი მოთამაშის იჯარით დამატება სურს. საქმეშია ასტონ ვილაც, ბირმინგემელებმა გარიგების დეტალები მოიკითხეს. ჯონ დურანის ალ ნასრში წასვლის შემდეგ ვილას ახალი შემტევი სჭირდება.
საბოლოო ჯამში ტელის დამატებით 7 კლუბი ინტერესდება, ბაიერნი კი, როგორც იჯარის, ისე მოთამაშის გაყიდვის ვარიანტს განიხილავს.
"დიახ, მატის ტელს წასვლა სურს. იჯარა თუ გაყიდვა? ვარიანტებს განვიხილავთ. აქამდე იშვიათად მინახავს ამდენ კლუბს ერთ მოთამაშეზე დაერეკოს." - განაცხადა ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები