Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
The Guardian-ის ინფორმაციით, ვესტ ჰემი ალ იტიჰადს ნგოლო კანტეს თაობაზე დაუკავშირდა.
ყველა მხარეს შორის მოლაპარაკება უკვე გაიმართა. ალ იტიჰადს მოთამაშის გაყიდვა არ სურს, რადგან ფრანგი გუნდში მნიშვნელოვან მოთამაშედ და უმაღლესი დონის პროფესიონალად მიიჩნევა.
ვესტ ჰემს ტრანსფერის განხორციელება ძალიან სურს, თუმცა მოთამაშის ხელფასი დიდი პრობლემაა.
ჩაქუჩები ამ მომენტისთვის 20 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ. ნახევარმცველს არაბულ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი აქვს დარჩენილი.
ნგოლო კანტე ევრო 2024-ის წინ 2-წლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს დაუბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 33 წლის მოთამაშე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ 2-ჯერ დასახელდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები