მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
1 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის თასის 1/16 ფინალში პსჟ-მ ქვედალიგელ ესპალის გაჭირვებით მოუგო.
ლუის ენრიკემ მოედანზე შედარებით გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა, რომელიც მეტოქესთან მარცხდებოდა, თუმცა საბოლოოდ მოგება შეძლო.
მატჩი ფავორიტის გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
პარიზელთა რიგებში გოლების გატანა ზაირ-ემერიმ, დეზირე დუემ, ბრედლი ბარკოლამ და გონსალო რამოშმა (პენალტი) გაიტანეს.
მატჩის ბოლო წუთებამდე ანგარიში ფრე 2:2 იყო, თუმცა 88 და 90+2 წუთებზე პარიზელებმა ორი გოლის გატანა და რთული მატჩის მოგება მაინც შეძლეს.
ამ გამარჯვებით პსჟ-მ სენსაცია აირიდა თავიდან და თასის 1/8 ფინალში გავიდა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები