სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პსჟ-სა და ნაპოლის შორის მოლაპარაკებები ოსიმენის თაობაზე ბოლო საუბრების შემდეგ მომდევნო ეტაპზე არ გადადის.
პარიზელებმა იუარეს გარიგებაში კან-ინ ლის გარევა, ასევე ისინი უარს აცხადებენ გამოსასყიდი პუნქტის გააქტიურებაზეც, როგორც ეს ნაპოლის უნდა. ასეთ ვითარებაში ტრანსფერი არ შედგება.
პსჟ ასევე ბედნიერე გონსალო რამოშითა და კოლო მუანით. ასე რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შედის.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენის გამოსასყიდი თანხა მისი კონტრაქტის მიხედვით 120-130 მილიონი ევროა, პარიზელები სწორედ ამ თანხის გადახდაზე აცხადებენ უარს და ასევე არ სურთ, რომ ნიგერიელი რომელიმე მოთამაშეში გაცვალონ.
25 წლის თავდამსხმელს ნაპოლიდან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, ოსიმენს პარტენოპეიდან წასვლა სურს, თუმცა როგორც ჩანს, ეს მარტივად არ მოხდება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები