Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარი სენ-ჟერმენი მანჩესტერ იუნაიტედიდან ჯეიდონ სანჩოს გადაბირებით ინტერესდება.
FootMercato-ს ინფორმაციით, ფრანგებმა მან იუნაიტედს პირველი შეთავაზება გაუკეთეს.
თავის მხრივ, სანჩო პარიზული პროექტით მოხიბლულია და ტრანსფერს დადებითად აფასებს. მეტიც, ის პსჟ-სთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებასთან უკვე ახლოსაა.
ჯერჯერობით უცნობია, რა პოზიცია უკავია მანჩესტერს სანჩოს გაყიდვის საკითხში. ფეხბურთელი რამდენიმე დღის წინ ერიკ ტენ ჰაგს ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ შეურიგდა და რეინჯერსთან ამხანაგურ მატჩში მოედანზეც გამოვიდა.
მანჩესტერთან სანჩოს კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები