მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა შონ ო'მალიმ DeepCut პოდკასტში საუბრისას თავისი კარიერის გეგმებზე ისაუბრა.
"მერაბს დავამარცხებ, მას დავანოკაუტებ და დამატებით დარტყმებს მივაყენებ, სანამ მსაჯი გამაჩერებს. შემდეგ ილიასა და მაქსს შორის გამარჯვებულს შევხვდები. ეს UFC-სთვის ჩემპიონების დიდი დაპირისპირება იქნება. შემდეგ კრივში ბრძოლა მინდა - ჯერვონტა დევისთან ან რაიან გარსიასთან.
როცა მერაბს დავანოკაუტებ და შემდეგ ან ილიას ან მაქსს, კრივის ბრძოლასაც დავიმსახურებ." - განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა.
14 სექტემბერს ლას ვეგასში, The Sphere-ში UFC Noche გაიმართება, სადაც მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ტიტულისთვის შონ ო'მალის დაუპირისპირდება და შეეცდება, რომ UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი გახდეს.
26 ოქტომბერს კი აბუ დაბიში ილია თოფურია მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს თავის ქამარს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები