სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშები მოგვადგა კარს და მოვიდა დრო, გავიხსენოთ დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მოასპარეზე ოლიმპიადის ყველა პრიზიორი სპორტსმენი.
1952-1988 წლებში ქართველი სპორტსმენები საბჭოთა კავშირის სახელით გამოდიოდნენ ოლიმპიადაზე, 1992-ში კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ერთ ოლიმპიადაზე გაერთიანებული ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზეს.
დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ჩვენი პირველი ოლიმპიური თამაშები 1996-ში ატლანტაში ჩავატარეთ, საიდანაც ქართველები ორი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ. ჯამში, ამ ოლიმპიურ თამაშებზე 34 ქართველი მონაწილეობდა.
სოსო ლიპარტელიანი (ძიუდო 78 კგ) - ბრინჯაო
ელდარ კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - ბრინჯაო
შემდეგ ოლიმპიადაზე (სიდნეი 2000) 36 ქართველმა მიიღო მონაწილეობა და ამჯერად შინ 6 მედლით დავბრუნდით (0-0-6)
ვლადიმერ ჭანტურია (კრივი) - ბრინჯაო
გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო 66 კგ) - ბრინჯაო
გიორგი ასანიძე (ძალოსნობა) - ბრინჯაო
ელდარ კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა 97 კგ) - ბრინჯაო
აკაკი ჩაჩუა (ბერძნულ რომაული 63 კგ) - ბრინჯაო
მუხრან ვახტანგაძე (ბერძნულ რომაული 85 კგ) - ბრინჯაო.
2004 წლის ათენის ოლიმპიადა საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა - პირველი ოქრო ჩვენს ქვეყანას ზურაბ ზვიადაურმა ძიუდოში მოუტანა, სულ რამდენიმე დღეში კი, ძალოსანმა გიორგი ასანიძემ მეორეც დაგვიმატა
ჯამურად, ათენში 32 ქართველი წავიყვანეთ, რომლებიც შინ 4 მედლით დაბრუნდნენ (2-2-0)
ზურაბ ზვიადაური (ძიუდო 90 კგ) - ოქრო
გიორგი ასანიძე (ძალოსნობა) - ოქრო
ნესტორ ხერხიანი (ძიუდო 60 კგ) - ვერცხლი
რამაზ ნოზაძე (ბერძნულ რომაული 96 კგ) - ვერცხლი.
2008-ში პეკინში 35 ქართველმა მიიღო მონაწილეობა და 7 მედლის მოპოვება შევძელით. იმდროისთვის, ეს ყველაზე წარმატებული ქართული ოლიმპიადა გამოდგა (3-2-2)
ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო 90 კგ) - ოქრო
მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ რომაული 74 კგ) - ოქრო
რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა 84 კგ) - ოქრო
გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა 96 კგ) - ვერცხლი
არსენ კასაბიევი (ძალოსნობა) - ვერცხლი
ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) - ბრინჯაო
ოთარ თუშიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა 66 კგ) - ბრინჯაო
2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე 35-მა ქართველმა 6 მედლის მოპოვება შეძლო (1-2-3)
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო 66 კგ) - ოქრო
რევაზ ლაშხი (ბერძნულ რომაული 60 კგ) - ვერცხლი
ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა 55 კგ) - ვერცხლი
მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ რომაული 66 კგ) - ბრინჯაო
დავით მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა 84 კგ) - ბრინჯაო
გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა 96 კგ) - ბრინჯაო.
2016 წლის რიოს ოლიმპიადაზე ამ დრომდე ყველაზე მეტი (40) სპორტსმენ გვყავდა, რომლებიც შინ 7 მედლით დაბრუნდნენ (2-1-4)
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) - ოქრო
ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა 57 კგ) - ოქრო
ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო 90 კგ) - ვერცხლი
ლაშა შავდათუშვილი (ძუდო 73 კგ) - ბრინჯაო
შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ რომაული 66 კგ) - ბრინჯაო
ირაკლი თურმანიძე (ძალოსნობა) - ბრინჯაო
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა 125 კგ) - ბრინჯაო.
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე 35 სპორტსმენი გვყავდა და ამ დრომდე საუკეთესო შედეგი (8 მედალი) დავაფიქსირეთ: 2-5-1
ლაშა ბექაური (ძიუდო 90 კგ) - ოქრო
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა) - ოქრო
ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო 66 კგ) - ვერცხლი
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო 73 კგ) - ვერცხლი
გურამ თუშიშვილი (ძიუდო +100 კგ) - ვერცხლი
იაკობ ქაჯაია (ბერძნულ რომაული 130 კგ) - ვერცხლი
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა 125 კგ) - ვერცხლი
ანტონ პლესნოი (ძალოსნობა) - ბრინჯაო.
ლაშა შავდათუაშვილი ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელაც სამ სხვადასხვა ოლიმპიადაზე სამივე მედალი აქვს მოპოვებული.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი