Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიაში ევრო 2024-ზე ჩატარებული მატჩების შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძისთვის გამოწვევა უოტფორდზე კონცენტირება და მისი დონის საკლუბო ფეხბურთშიც შენარჩუნებაა.
ნახევარმცველმა კარგი შეფასება დაიმსახურა საქართველოსთვის პირველ ევროპის ჩემპიონატზე.
24 წლის მოთამაშემ ვიკარიჯ როუდზე გატარებულ პირველ სეზონში პოტენციალი აჩვენა, თუმცა რიგ შემთხვევებში მას სტაბილურობა აკლდა, რაც მის სტატისტიკაშიც აისახება, 1 გოლი 37 მატჩში.
ის ასევე სეზონის ბოლო 3 შეხვედრაში განაცხადს მიღმა დარჩა, რათა ევროპის ჩემპიონატისთვის კარგად მომზადებულიყო.
"სეზონის ბოლო კვირებში მის გონებაში მხოლოდ ევროპის ჩემპიონატი იყო, მაგრამ ახლა იმედი მაქვს, რომ ის სუფთა გონებით დაგვიბრუნდება და უოტფორდისთვის სათამაშოდ მზად იქნება, რადგან ის არის მოთამაშე, რომელიც ნამდვილად მომწონს." - განაცხადა უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ.
"ახლა მინდა, რომ ყოველ კვირას ვნახო ისეთი გიორგი უოტფორდის შემადგენლობაში, როგორიც ევროზე იყო თავისი ქვეყნისთვის."
ჩაკვეტაძემ გასული სეზონი ვიკარიჯ როუდზე იჯარის წესით დაიწყო გენტიდან, იანვარში კი ლოსებმა მოთამაშის გამოსყიდვა გადაწყვიტეს 2 მილიონ ფუნტად.
"ის ახლა ჩვენი მოთამაშეა, იანვარში გადადგმული ნაბიჯი ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო." - ამბობს კლევერლი.
"ის გერმანიაში ფანტასტიკური იყო და კვლავ ვამბობ, რომ ის კიდევ ერთი მოთამაშეა რომლითაც ძალიან ვამაყობ.
უოტფორდთან დაკავშირებული ყველა ადამიანისთვის ამაღელვებელია, როცა ჩვენს მოთამაშეებს დიდ სცენაზე ვხედავთ და ისინი ჩვენს კლუბს წარმოადგენენ.
საქართველოს ნამდვილად წარმატებული ისტორია ჰქონდა და დარწმუნებული ვარ, გიორგი კარგი განწყობით დაბრუნდება და მზად იქნება, რომ მისი კარგი ფორმა საკლუბო ტურნირებზეც აჩვენოს."
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი