5 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას თვალის არეში დაზიანება აქვს მიღებული.
"დამშვიდდით - ყველაფერი კარგადაა - უბრალოდ ვარჯიშზე პატარა დაზიანება მივიღე. ბრძოლიდან არასდროს ჩავხსნილვარ - და არც არასდროს ჩავეხსნები. ო'მალი მოვდივარ - იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე. Vamos!" - წერს მერაბი Instagram-ზე.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმაც გააკეთა.
"მთელმა მსოფლიომ იცის მერაბის დაზიანებაზე, რომელიც დაპოსტა. რატომ უნდა გინდოდეს, ო'მალიმ გაიგოს ამის შესახებ. ეს ბოლო დონის დაუჯერებელი სისულელეა." - განაცხადა უაითმა.
მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის საჩემპიონო ბრძოლაში 15 სექტემბერს UFC 306-ზე დაუპირისპირდება. ღონისძიება ლას ვეგასის Sphere-ში გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები