სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024 დასასრულს უახლოვდება. ტურნირზე სულ 3 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ორი 1/2 ფინალური და ერთი ფინალური შეხვედრა.
ევრო 2024-ზე ნახევარფინალური წყვილები და მატჩების განრიგი გაირკვა
ამ მომენტისთვის კი დაძაბული მდგომარეობაა ბომბარდირთა დავაში.
3-3 გოლით სიას გიორგი მიქაუტაძე, კოდი გაკპო, ჯამალ მუსიალა და ივან შრანცი ლიდერობენ. ეს ორი უკანასკნელი ტურნირს უკვე გამოეთიშა.
ამ ოთხ მოთამაშეში უპირატესობა ქართველსა და ნიდერლანდელს აქვთ, რადგან მათ 1 საგოლე გადაცემაც აქვთ შესრულებული.
გუშინდელ მატჩში თურქეთის ნაკრების ავტოგოლმა გიორგის კვლავ დაუტოვა ოქროს ბუცის მოგების შანსი.
თუ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ახლა არის და გოლის გატანა ვერცერთმა კონკურენტმა ვეღარ მოახერხა, მაშინ ჯილდო სწორედ ქართველს დარჩება, რადგან გოლების შემდეგ ყურადღება საგოლე გადაცემებს ექცევა და თუ ეს კომპონენტიც თანაბარია, მაშინ შემდეგ მოედანზე გატარებული დრო მოდის, რაშიც მიქაუტაძეს უპირატესობა აქვს. ის ტურნირს 1/8 ფინალურ ეტაპზე გამოეთიშა, გაკპო კი 1/2 ფინალშია.
გაკპომ ასისტიც არ უნდა მიითვალოს, რადგან უკვე 3 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის შემთხვევაში ის მოიპოვებს უპირატესობას.
2-გოლიან მოთამაშეებში მთავარი კონკურენტები ესპანელები - დანი ოლმო და ფაბიან რუისი არიან, რომელთაც 2 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც აქვთ და 1 გატანილი გოლის შემთხვევაში უკვე სიაში ისინიც წინ გადაინაცვლებენ.
ტურნირზე დარჩენილ მოთამაშეებს შორის 2-2 გოლი აქვთ ჯუდ ბელინგემს, ჰარი კეინსა და დონიელ მალენსაც, თუმცა მათ ანგარიშზე ასისტი არ არის, ამიტომ მათ წინ ჯილდოს მოგების კანდიდატებში სხვები არიან. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს 1-გოლიანი მოთამაშეებიც, რომლებიც ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდნენ და თავი გამოიჩინონ.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები