Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ალფონსო დევისი მადრიდის რეალში უფასოდ გადასვლას აპირებს.
კანადელ ფეხბურთელს ბაიერნთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.
რეალი მზად იყო დევისის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ბაიერნი მინიმუმ 50-ს ითხოვს.
ამის გამო, მადრიდულმა კლუბმა 23 წლის ფეხბურთელთან მოილაპარაკა, რომ ის ბაიერნთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რეალს მომავალ ზაფხულს უფასოდ შეუერთდება და ამისთვის მადრიდული კლუბისგან სარფიან ბონუსაც მიიღებს.
თავის მხრივ, ბაიერნს არ სურს ფეხბურთელის 50 მილიონზე ნაკლებად გაყიდვა და ურჩევნია მისი უფასოდ დაკარგვა გარისკოს, იმ იმედად, რომ მომავალი სეზონის მსვლელობისას ახალ კონტრაქტზე დაიყოლიებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები