სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ოქროს ბურთის გამარჯვებულის, როდრის თქმით, ჯილდოს დანი კარვახალიც იმსახურებდა.
„დაჯილდოვების შემდეგ პირველი, ვინც შემეხმიანა - დანი კარვახალი იყო. მას ველაპარაკე.
ვფიქრობ, ოქროს ბურთს ისიც იმსახურებდა. ამ ფეხბურთელთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს, მითუმეტეს ახლა, როცა ორივეს ტრავმა გვაქვს.
კარვახალი ჩემნაირ ღირებულებებს იზიარებს და გამარჯვებაც მომილოცა." - აღნიშნა როდრიმ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები