Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
რეალ ბეტისი მოლაპარაკებების ბოლო ფაზაშია ბარსელონასთან ვიტორ როკეს იჯარით დამატების თაობაზე.
კლუბები 1-წლიან იჯარაზე მუშაობენ, რომელიც მეორე წლის დამატებასა და გამოსყიდვის უფლებასაც მოიცავს. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება თითქმის შედგა.
ბრაზილიელი ფეხბურთელის დამატებით ლისაბონის სპორტინგიც იყო დაინტერესებული, პორტუგალიელებს მოთამაშის სრულფასოვნად შეძენა სურდათ, თუმცა თავად ვიტორ როკემ სპორტინგს ბეტისში იჯარით თამაში ამჯობინა.
19-წლის შემტევი ბარსელონას 2023 წელს 30 მილიონ ევროდ ატლეტიკო პარანაენსედან შეუერთდა, თუმცა მისი კატალონიური კარიერა თავიდანვე არ აეწყო.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები