სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მილანის ყოფილმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, შესაძლოა საუდის არაბეთის ალ ნასრი ჩაიბაროს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 58 წლის სპეციალისტი კრიშტიანუ რონალდუს გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ალ ნასრის ხელმძღვანელობას სურს, მწვრთნელად სწორედ პიოლი დანიშნოს, იმ შემთხვევაში, თუ პორტუგალიელი ლუიშ კასტროს გაშვებას გადაწყვეტს.
საუდის არაბეთის კლუბთან საბოლოო შეთანხმებამდე, პიოლის მილანთან მოუწევს კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდება, რომელიც მისი წასვლის შემდეგაც ძალაშია.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის საწყისი სამი ტურის შემდეგ, ალ ნასრი 5 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები