-
Aa
+
ფონტის ზომა
გადავხედოთ დღევანდელი მატჩის, არსენალი - ბაიერნის მთავარ გმირებს.
შეხვედრა ემირეითს სტედიუმზე 23:00 საათზე გაიმართება.
ჯამალ მუსიალა
ახალგაზრდა გერმანელი კრიზისულ ბაიერნში ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს და გუნდის ერთ-ერთი ნათელი წერტილია ჰარი კეინთან ერთად.
ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში მუსიალამ 7 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება და 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
საშუალოდ მუსიალა ლიგაზე კარში 2.4-ჯერ ურტყამს, საიდანაც ზუსტი მხოლოდ 0.4 გამოდის ხოლმე.
ბუნდესლიგაში სიტუაცია განსხვავებულია - 23 მატჩში ჯამალმა 10 გოლი და 6 ასისტი მიითვალა, კარში საშუალოდ ასევე 2.4-ჯერ ურტყამს, თუმცა მეტი სიზუსტით - 0.9.
ჰარი კეინი
მიუხედავად ბაიერნის წარუმატებელი სეზონისა, ახალწვეული ჰარი კეინი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა და ლაციოს რომ მიუნხენელები პირველ მატჩში მარცხის მიუხედავად გასცდნენ, სწორედ ინგლისელის დამსახურებაა.
კეინმა ლიგაზე 8 მატჩში 6 გოლი და 3 ასისტი მიითვალა, საშუალოდ ერთ მატჩში კარში 3-ჯერ ურტყამს და 1.5-ჯერ მისი დარტყმული მიზანსაც აღწევს.
ბუნდესლიგაში სიტუაცია კიდვ უფრო კარგად არის - 28 მატჩში ინგლისელმა 32 გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა. საშუალოდ ერთ მატჩში კეინი 46-ჯერ ურტყამს და მისი 2 დარტყმა ზუსტია ხოლმე.
ბუკაიო საკა
საკამ ლიგის მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა, მას საკმაოდ კარგი სეზონი აქვს და მასზე გაცემულ ავანსებს მთლიანად თუ არა, მეტწილად ამართლებს.
ლიგის ამ სეზონში საკა კარში საშუალოდ 1.6-ჯერ ურტყამს და საშუალოდ 0.7 დარტყმა ზუსტია ხოლმე.
პრემიერ ლიგაში სხვანაირი სიტუაციაა - 29 მატჩში 14 გოლი და 8 ასისტი, საშუალოდ 2.9 დარტყმა (1.0 ზუსტი).
კაი ჰავერცი
გასულ ზაფხულს ჩელსიდან ძვირად ჰავერცის შეძენისთვის არსენალს ბევრს აკრიტიკებდნენ, თუმცა ფაქტებით შეგვიძლია უკვე თქმა, რომ არტეტა არ შეცდა.
ლიგის მიმდინარე სეზონში გერმანელმა 8 მატჩში ჯერჯერობით მხოლოდ 1 გოლი გაიტანა - საშუალოდ კარისკენ 1.3-ჯერ ურტყამს (0.3 სიზუსტით).
ბოლო დროს კაი პრემიერ ლიგაში ათამაშდა - 30 გამართულ მატჩში მას 9 გოლი და 5 ასისტი დაუგროვდა, საშუალოდ ის პრემიერ ლიგაშიც არც ისე ხშირად ურტყამს - საშუალოდ 1.5 დარტყმა (0.5 სიზუსტით).
კომენტარები