სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლეგენდარული ნინო სალუქვაძე უკვე ოფიციალურად გახდა ოლიმპიური რეკორდის მფლობელი.
55 წლის სპორტსმენმა მე-10 ოლიმპიადაზე იასპარეზა და ქალთა შორის რეკორდი მოხსნა. აქამდე ამდენ ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა არცერთ ქალ სპორტსმენს არ მიუღია.
კაცთა და ქალთა შორის კი სალუქვაძე თანარეკორდსმენი გახდა. 10 ოლიმპიადაზე მონაწილეობა კანადელ ცხენოსან იან მილარს აქვს მიღებული.
რაც შეეხება, ქართველის დღევანდელ ასპარეზობას, მან 10 მეტრზე პნევმატური იარაღით სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა. სალუქვაძე 562 ქულით 45 სპორტსმენს შორის 38-ე ადგილზე გავიდა, თუმცა მისთვის პარიზის ოლიმპიადა არ დასრულებულა.
2 აგვისტოს ლეგენდარული სპორტსმენი 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით სროლის დისციპლინაში იასპარეზებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი