-
Aa
+
ფონტის ზომა
ჯეიდონს სანჩო მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა და ერიკ ტენ ჰაგის ხელმძღვანელობით ვარჯიში განაახლა.
ეს 10 თვის შემდეგ პირველად ხდება, რაც მოთამაშეს მწვრთნელთან პრობლემები შეექმნა და დორტმუნდის ბორუსიაში იყო განათხოვრებული.
როგორც ირკვევა, სანჩოს პოზიტიურ პირადი შეხვედრა ჰქონდა ტენ ჰაგთან ამ კვირაში და მათ სიტუაცია გაარკვიეს.
მწვრთნელიც და მოთამაშეც რიგ საკითხებზე შეთანხმდნენ და მათი კონფლიქტი უკან მოიტოვეს.
ჯეიდონი მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად პრესეზონისთვის ემზადება.
სანჩოს გასული სეზონის დასაწყისში ნიდერლანდელ სპეციალისტთან პრობლემები შეექმნა და ამის გამო გუნდის დატოვება იჯარის წესით მოუწია. ინგლისელი დორტმუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები