Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დინამო ბათუმი მონტენეგროს კლუბ დეჩიჩთან დამარცხდა.
შეხვედრა აჭარაბეთ არენაზე გაიმართა და ანდრეი დემჩენკოს გუნდის წაგებით 0:2 დასრულდა.
პირველ ტაიმში ბათუმელები მეტოქეს თამაშით აშკარად აღემატებოდნენ, თუმცა სამწუხაროდ უპირატესობის გოლად ქცევა ვერ მოახერხეს.
მეორე ნახევარში სტუმრებმა 62-ე და 66-ე წუთებზე შეძლეს რიკარდო სილვას კარის აღება და საპასუხო თამაშის წინ კომფორტული უპირატესობაც გაინაღდეს.
განმეორებითი შეხვედრა მონტენეგროში 30 ივლისს, 23:00 საათზე გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი