სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ძიუდოს ტურნირის 60 კგ. წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ქართველმა რეპეშაჟში კორეელ კიმ ვონ ჯინს სძლია, მან ჯერ ვაზარით მიითვალა ქულა, შემდეგ კი მეტოქე შებოჭა და შეხვედრა ნაადრევად დაასრულა.
1/2 ფინალური დაპირისპირება შედგა თურქ სალიჰ ილდიზსა და საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს შორის, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. მხეიძემ მეტოქე დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა.
სარდალაშვილის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი იქნება.
მხეიძე კი გადამწყვეტ შეხვედრაში ყაზახ იელდოს სმეტოვს დაუპირისპირდება, რომელმაც სწორედ ესპანელი დაამარცხა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი