Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე 60 კგ. წონით კატეგორიაში ძიუდოს ტურნირი მიმდინარეობს.
1/4 ფინალში საქართველოს სახელით მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილი თურქ სალიჰ ილდიზს დაუპირისპირდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა და ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გაირკვა, ძიუდოისტებს 2-2 გაფრთხილება ჰქონდათ, ბოლოს კი ილდიზმა ქართველი ბოჭვაზე დაიჭირა და გადამწყვეტი ქულა მოიპოვა.
სარდალაშვილმა რეპეშაჟში გადაინაცვლა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს. გიორგის მეტოქე კორეელი კიმი იქნება, რომელიც საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამარცხდა.
ფინალური ბლოკი 18:00-დან დაიწყება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
ქართული სპორტის საოცარი კვირა
ფეხბურთი