-
Aa
+
ფონტის ზომა
მადრიდის რეალის ექს-ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ვინისიუსს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ყველანაირი ვერსიით ბრაზილიელს წელს ოქროს ბურთი უნდა მოეგო, თუმცა დღეს სიტუაცია შეიცვალა და ჯილდოს სავარაუდოდ როდრის გადასცემენ, რის გამოც ვინისიუსმა, მთელი რეალის დელეგაციით, პარიზში გაფრენაზე უარი თქვა.
კროოსმა კი ვინის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში სურათები გამოაქვეყნა, რომლებზეც ბრაზილიელთან ერთად არის გამოსახული, წარწერით: "საუკეთესო".
ვინიმ ექს-თანაგუნდელს მალევე უპასუხა: "მიყვარხარ, ანტონიო."
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები